
ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერნეტპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც საგარეო უწყბის ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროსითვის საზღვარგარეთ მხოლოდ ეს ერთი ფაქტი ფიქსირდება.
„საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სათანადო მზრუნველობა, ასევე ვირუსისგან დაცვის ღონისძიებების გატარება თითოეული ქვეყნის ვალდებულებაა.
ასევე პატიმრის მოთხოვნის საფუძველზე, ეცნობება შესაბამის საკონსულო დაწესებულებას პატიმრის საჭიროებების შესახებ ან/და უზრუნველყოფილია პატიმრის დაკავშირება მისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებასთან.
ამ დროისათვის უცხო ქვეყნის საპატიმროებში საქართველოს მოქალაქე პატიმრის დაინფიცირების მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი - ნორვეგიის საპატიმრო დაწესებულებაში, რომელსაც უტარდება სათანადო სამედიცინო მკურნალობა", - აღნიშნავენ უწყებაში.