რეზონანსი
17.04.2020

წყნეთის ტაძრის ერთ-ერთ მრევლს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია. ტაძრის სასულიერო პირები კარანტინში იმყოფებიან. ცნობილია, რომ ინფიცირებული ქალი 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ტაძარში იმყოფებოდა და აღსარებაც ჩააბარა.

საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელი ქეთი თოდუაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მეუფე შიოს გარემოცვაში იმყოფებოდა.

მამა ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ქეთი საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია.

„ქეთი თოდუაზე მითხრეს, მაგრამ გადამეტებულია, რომ ის მეუფე შიოს გარემოცვაშია. ის საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია. თვეზე მეტია არ ყოფილა საპატრიარქოში“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×