რეზონანსი
16.04.2020

“თქვენ ხედავთ, რომ გაჩნდება კლასტერი და იქვე ჩნდება ახალი შემთხვევები. ეს დაავადება გამოდგა იმაზე უფრო ადვილად გადამდები, ვიდრე თავიდან გვეგონა. თავს, ნუ მოვიტყუებთ, ნუ გამოვცდით ბედს, დაავადება ძალიან გადამდებია. იმაზე გადამდები, ვიდრე გრიპი. და აღმოჩნდა იმაზე უფრო სახიფათო, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ“, -ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავიდან კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 2-3% იყო. ახლა კი საშუალო სიკვდილიანობა 5-6%-ია, ხოლო ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში - 10%-ს უახლოვდება და აჭარბებს კიდეც.

“დავამატებ, რომ ეს დაავადება კიდევ ურფო რთულად სამკურნალო აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა თავიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთულად სამართავი დაავადება“,-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მან მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და სთხოვა აღდგომის დღესასწაული წელს განსხვავებული ფრომატით აღნიშნოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×