რეზონანსი
16.04.2020

“სამწუხაროდ დღეს უკვე ჩვენს საზოგადოებაში არის შემთხვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცი. არ არის ეს ცოტა შემთხვევა. ისინი ჩვენს გვერდით არიან და შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

“დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ, ნებისმიერ სხვა სივრცეში, წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი უკვე შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე, დღეს აუცილებელი ხდება კიდევ უფრო მოვერიდოთ ერთმანეთს.

ვინც აუცილებელ სამსახურებში რჩებიან, მუშაობა უნდა გააგრძელონ, თუმცა, ოჯახებში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს უნდა მოერიდონ. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს როცა ერთმანეთს შეხვდებიან მაღაზიაში, სუპერმარკეტში თუ სხვაგან. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ, ამიტომ, ყველას ძალიან გთხოვთ, რომ გავითვალისწინოთ ეს ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×