რეზონანსი
16.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულებს კიდევ ორი პაციენტი შეემატა.

„ქვეყანაში 74 პაციენტიდან 76 გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ავედით" ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი მათ ცენტრში ყველაზე მძიმე მდგომარეობით იყო მოთავსებული.

„აღსანიშნავია, რომ პაციენტი, რომელიც დღეს ჩვენ, როგორც გამოჯანმრთელებული გავწერეთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, კრიტიკული პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა არაინვაზიურ ვენტილაციაზე. ეს პირველი პაციენტია, ყველაზე მძიმე კრიტიკული პაციენტი, ჩვენი ცენტრიდან, რომელიც დღეს გაეწერა და ძალიან სასიხარულოა" ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×