რეზონანსი
16.04.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 3 პაციენტის შემთხვევაში დაავადება მკვეთრად უარყოფითი დინამიკით მიმდინარეობს.

„9 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის, 3-ის მდგომარეობა არის მკვეთრად დამძიმებული უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან, სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, 4 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე" , - განაცხადა რატიანმა.

რატიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კორონავირუსი კიდევ რამდენიმე პაციენტს დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×