რეზონანსი
16.04.2020

ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს და სახლიდან გარეთ არ გადის.

ნანი ბრეგვაძე ამბობს, რომ შვილიშვილები ენატრება, მაგრამ ახლა არც თავად მიდის მათთან სტუმრად და არც ისინი მოდიან.

რაც შეეხება საპატრიარქოს მიერ მირებულ გადაწვეტილებას, ნანი ბრეგვაძს მიიჩნევს, რომ არასწორია.

„მგონია არასწორად იქცევიან. მთელმა მსოფლიომ დაკეტა ეკლესია, მაინცდამაინც ქართველები არ ვკეტავთ. გვეუბნებიან სახლში დარჩით და ორმეტრიანი დისტანცია დაიცავითო, ამ დროს კი არ იკეტება ეკლესია. ახლა როგორ შეიძლება იქ მიხვიდე და ხატები კოცნო? ჩემი აზრით სახლში უნდა დარჩეს ხალხი და ილოცოს. თუ ასე სწამთ ღმერთი შესაბამისად მოიქცნენ, იმიტომ რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და გაპატიებს. ძალიან ღრმად არ მესმის, ვერ ვხვდები მთავრობის და ეკლესიის როლებს, არ ვარ ასეთი განათლებული.

ჩემი „მოკლე ჭკუით" ვთვლი, უნდა დავრჩეთ სახლში, დავანთოთ სანთელი და ვილოცოთ, რასაც გავაკეთებ მეც. იმედი მაქვს იმის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ღვთისმშობელი არ მიგვატოვებს. ყოველთვის იმარჯვებდა საქართველო, ახლა კი მსოფლიოს პრობლემაა ეს და უნდა მიხვდეს ყველა, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს მსოფლიოში. ოღონდ ჩემი საქართველო გადარჩეს და არაფერი არ მინდა", - განუცხადა „პრაიმტაიმს" ნანი ბრეგვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×