რეზონანსი
16.04.2020

საქართველოში სრული კარანტინის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. იმსჯელებს ამაზე საკოორდინაციო საბჭო. ჩემი რეკომენდაციები მე დღეს გავაჟღერე საბჭოზე და იქნება ეს რეკომენდაციებიც, მივალთ ჩვენ მაქამდე, რამდენიმე ნაბიჯი გვკლია", - თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

გამყრელიძის განცხადებითვე, საქართველოში, დაახლოებით, 14-15 კლასტერია.

"ძალიან დიდია უკვე ქობულეთის კლასტერი. დიდია ბოლნისის კლასტერი, დიდი იყო ეროვნული ბანკის კლასტერი. მე ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშავო, მაგრამ თქვენ დარჩით სახლში", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×