რეზონანსი
16.04.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში: ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.

"ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები. რასაც სპეციალისტები გასცემენ", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დაიხურება აგრარული ბაზრებიც. მისი განცხადებით, დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, თუმცა დისტანციის დაუცველობის გამო, დღეიდან ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×