
თუ კორონავირუსის შემთხვევები 5, 8, 10 ათასი გახდა, ჯანდაცვის სისტემა მას ვერ გაუმკლავდება - შესაბამის პროგნოზს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე აკეთებს.
გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ამჟამინდელი ტემპებით წავალთ მაისის დასაწყისში კორონავირუსის 2 500-მდე შემთხვევა გვექნება.
"2 ათასს მოუვლის ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ხუთი ათასს, რვა ათასს, ათი ათასს ვერ მოუვლის. იანგარიშეთ, 30 პროცენტი იქნება სარეანიმაციო. ვერ მოვუვლით იცოდეთ და გვექნება ბევრი მსხვერპლი", - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე კიდევ ერთხელ სთხოვს მოსახლეობას მომავალი კვირების განმავლობაში სახლში დარჩნენ.