
ფოთის ეპარქიაში სააღდგომო წირვა არა ღამით, არამედ დილის შვიდ საათზე ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება ფითისა და ხობის მიგროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააკეთა.
„ფოთის ეპარქიაში, ყველგან, წირვა ჩატარდება დილის შვიდ საათზე. მე პირადად მონასტერში ვიქნები. სააღდგომო მსახურებას მონასტერში შევასრულებ რამდენიმე ადამიანთან ერთად", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ამასთან, მეუფე გრიგოლმა კომენტარი გააკეთა „მოამბის" ეთერში პაატა იმნაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საფრთხე რეალურია. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, აღნიშნა, რომ ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული ადამიანი, „არ შეიძლება არ დავუჯეროთ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან".