რეზონანსი
16.04.2020

ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში.

„ჩვენც, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მინდა, თითოეულ ადამიანს გთხოვო, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია და ის თხოვნა, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გვესაუბრებიან ჩვენი ექიმები, დარგის სპეციალისტები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაკლები დანაკარგის გარეშე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. სააღდგომო დღეები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ მომდევნო კვირების, დღეების განმავლობაში დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×