რეზონანსი
16.04.2020

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, არის რისკი, რომ ქვეყანას არ ეყოს ადგილებისა და აღჭურვილობის მარაგი.

სოლოღაშვილი აცხადებს, რომ თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი ალბათ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე

„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ შეიძლება არ გვეყოს მედპერსონალი, ეკიპირება და ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი ალბათ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენი, საზოგადოების ხელში. ამიტომ დარჩით სახლში. აღჭურვილობა, თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა, როგორც ახლა, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, არაპროგნოზირებადია ყველაფერი. კიდევ შეგვიძლია ერთი იმდენი დადასტურებული პაციენტების მიღება, რამდენიც ამ დროისთვის ჩვენთან მკურნალობს. თუ საეჭვო პაციენტები იქნებიან, რაც თითო ადამიანის თითო პალატაში მოთავსებას გულისხმობს, მაშინ უკვე რესურსი საკმაოდ მცირეა", - განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×