რეზონანსი
16.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული.

ინფიცირების წყარო ყველა შემთხვევაში დადგენილი არ არის და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ეს მაჩვენებელი საგანგაშო არ არის.

„30 არ არის საგანგაშო მაჩვენებლი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად მცირე რაოდენობით. თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, ქვეყანაში რყევები არ გვექნება, ჩვენ, თქვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×