რეზონანსი
16.04.2020

უკრაინის ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელიც ადგილობრივ ეკლესიაში სანთლებს ყიდდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის გუბერნატორის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილი სოფელ ვისოკოპოლიეს მცხოვრები 71 წლის ქალია, რომელიც სანთლებს ამავე სოფლის ეკლესიაში ყიდდა. ეს ხარკოვის ოლქში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქალი საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით მოხვდა, მას ორჯერ ჩაუტარდა სწრაფი ტესტი კორონავირუსზე, თუმცა ორივეჯერ შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა. COVID 19-ის დადგენა ექიმებმა მხოლოდ PCR-ტესტის მეშვეობით შეძლეს.

უკრაინაში „კოვიდ 19“-ით 108 ადამიანია გარდაცვლილი. სულ დადასტურდა კორონავირუსის 3 764 შემთხვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×