რეზონანსი
16.04.2020

სუიციდის მსხვერპლზე, რომელიც ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი იყო, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც წყარო ამბობს, თვითმკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური კონფლიქტი იყო. კერძოდ, მის მეუღლესა და მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

„თემომ ცოლი 3 წლის წინ შეირთო. მარისა და დედამთილ-მამამთილს შორის კონფლიქტი თანაცხოვრებისთანავე დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ოჯახში არაერთხელ დაძაბულა სიტუაცია. მას მეუღლის ოჯახის წევრები მათხოვარს ეძახდნენ.

ამის გამო, გასულ წელს, ზაფხულში გარდაცვლილის მეუღლე ქმრის ოჯახიდან წავიდა. ახალგაზრდა გოგო იქამდე იყო მისული, რომ ახლობლებს უთხრა თავს მოვიკლავო.“ – ამბობს წყარო.

„პრაიმტაიმის“ ცნობით გარდაცვლილის მეუღლე გუშინ სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

შეგახსენებთ, 30 წლის თემურ სიხარულიძემ 14 აპრილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×