რეზონანსი
16.04.2020

„ერთ შენობაში 2000 ადამიანი აღდგომის ღამეს“ – ასეთი ინიციატივა მამა შალვა კეკელიას ეკუთვნის. სასულიერო პირის განცხადებას აკრიტიკებენ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მამა შალვას მოსაზრებას იზიარებენ. 

„პრაიმტაიმი“ ლიტერატორ ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა. მისი აზრით, მამა შალვა კეკელიას ინიციატივა სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

„სრულიად აღმაშფოთებელია და ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, არა მთავრობის, არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც ვიღაც მეორე ან მეასეხარისხოვანი მღვდელი ბედავს.

ვფიქრობ, აუცილებელია სახელმწიფო ჩაერიოს, ეს მღვდელი გამოათრიოს და ციხეში ჩააგდოს“, – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×