
28 მარტს ე.წ აფხაზეთის რასპუბლიკაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კოროვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
„რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მაცხოვრებლები მიიღებენ პენსიას წინასწარ, დაგეგმილ ვადაზე ადრე, თქვა აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, ბესლან ბარათელიამ, 3 აპრილს, - ამ თვეში რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდმა პენსიები ჩარიცხა ჩვეულებრივზე ადრე".
ბარათელიამ ასევე მიმართა აფხაზეთის პენსიონერებს, რომ პენსიის მისაღებად არ მისულიყვნენ დარცხივისთანავე, რათა არ დამდგარიყო რიგები. ბარათელია ამბობდა, რომ ქვეყანაში ფულის დეფიციტი არ არის და პენსიის გარეშე არავინ დარჩებოდა.
ჩვეულებრივ, აფხაზეთში, პენსიების ჩარიცხვა იწყება ყოველი თვის 18-20 რიცხვში, რეგიონის მიხედვით, დღეს უკვე 15 აპრილია და პენსიები წინასწარ არავის ჩაურიცხავს.
მას ბევრი ადგილობრივი თუ სხვა რეიონში მცხოვრები გამოეხმაურა და ყველა ერთხმად ითხოვს დაპირებულ პენსიას და სოციალურ დახმარებას.
“პრაიმტაიმი“