რეზონანსი
15.04.2020

პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით სახელმწიფოსთან და უნდა გვეყოს იმის ვაჟკაცობა და ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა, მრევლს არ გადავაბრალოთ, იმიტომ რომ მრევლს ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს- ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როცა საპატრიაქრო მრევლს არჩევანის წინაშე აყენებს, არ ვიცით შედეგები რა იქნება.

„იცით, რომ აღდგომას ეკლესიაში ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. გაეცა თუ არა პაუხი იმ სასულიერო პირების მოწოდებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქრისტიანობა არის ვაჟკაობა და აბა, ახლა ვინ დარჩება სახლში და ვინ მოვა აღდგომას ტაძარში. ან კიდევ, 100 000 მოწამის ერი ვართ და ახლა გამოჩნდება, უღალატებთ ქრისტეს ეკლესიას თუ არა. ამ ადამიანების სიტყვებს თუ გავეცით პასუხი? თუ ვეუბნებით ხალხს, რომ ეს ასე არ არის. თქვენ არავინ გართმევთ საწრმუნოებასა და ქრისტეს სიყვარულს. დღეს ჩვენ ვებრძვით ვირუსს და ამ ვირუსთან საშუალებებს გვეუბნებიან ექიმები, სახელწმიფო და უნდა გავითვალისწინოთ. და ეს ინფორმაცია, თითქოს ეკლესიის დევნა დაიწყო, მრევლმა ეს სხვანაირად მიიღო და ამიტომაც ასეთი განცხადებები არის უპასუხისგებლო"- განაცხადა მეუფე საბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×