რეზონანსი
15.04.2020

ამ წუთებში, მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების პარალელურად, საგანგებო განცხადება გაკეთდა ჟურნალისტებისთვის საპატრიარქოში. კომენტარი საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

"მე თქვენ სანამ დამავირუსებთ, სჯობს წავიდე, კარგად ბრძანდებოდეთ" - ასე დაემშვიდობა ანდრია ჯაღმაიძე მედიას.

მისის თქმით, მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან და მრევლს მოუწოდა დაიცვან აღდგომის ღამეს ის რეკომენდაციები, რომელიც მთავრობის მიერ არის გაცემული.

მან განმარტა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე, მრევლს, ქვეყანაში გამოცხადებულ კომენდატის საათის დაწყებამდე მოუწევს მისვლა და მის დასრულებამდე ტაძრებში დარჩენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×