რეზონანსი
15.04.2020

ზუსტად 21:00 საათზე ოთხ დიდ ქალაქში ყველა სახის მოძრაობა აიკრძალა. თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი ჩაიკეტა. მთავრობის მეთაურის განცხადებით გამკაცრებული საკარანტინო შეზღუდვები 10 დღე გაგრძელდება.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა, ყველა სახის ტრანსპორტით (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალოს 10 დღით. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს ნომერზე 144", - განაცხადა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×