რეზონანსი
15.04.2020

19 აპრილიდან საქართველოში საკარანტინო სივრცეები დაიცლება და იქ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“19 აპრილისთვის დამატებითი საკარანტინო ზომები იქნება მობილიზებული. მოხდება მათი დაცლა და იქ პაციენტები პრეტრეაჟულად განთავსება“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საკარანტინო ზონებში ადგილები 300-დან 800 საწოლამდე გაიზრდება და პიკურ პერიოდში მათი რიცხვი 1200-ს მიაღწევს.

ჯანდავის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მოლოდინს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×