რეზონანსი
15.04.2020

რაც გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებია - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან" საუბრისას რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა გაბრიელმა განაცხადა.

რუის ურბნისის ეპარქიის მღვდელი მამა გაბრიელი:

„რაღაც გაუგებრობა ხდება მამა იობს ვერ გაგასაუბრებთ. სატანისტები რომ არიან ხომ იცით, იაღოვლებს, რომ ეძახიან და სიტყვა-სიტყვებს რომ კრებენ, ეგენი სრულად ქადაგებენ ყველაფერს? ქადაგება ნახეთ. ჩვენი ეპარქიის გვერდზე იქნება ან მრევლიდან ვინმეს ექნება კადრები ქადაგებიდან.

ახლა მეუფე ინტერვიუს არ მოგცემთ. მსგავსი განცხადება არაფერი არ ყოფილა. უბრალოდ ამონარიდი არის და კონტექსტიდან არის ამოცლილი" - განაცხადა მამა გაბრიელმა.

შეგახსენებთ, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი ამბობს, რომ კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან. სასულიერო პირს მიაჩნია, რომ ისინი "ქვეყნიდან უკვე უნდა გასულიყვნენ". ამის შესახებ მან დღეს, 15 აპრილს, ქადაგებისას განაცხადა.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×