
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ხელმღვანელი ირაკლი გურჩიანი ქვეყანაში 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასა და საყოველთაო კარანტინის გავლენას აფასებს. მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკასა და მცირე და საშუალო ბიზნესებს, აღდგენისა და გაჯანსაღების ხანგრძლივი პერიოდი ელოდებათ.
„ჩვენი სერვისი მუშაობს ძალიან დაბალი ტემპით, თანამშრომლების მეხუთედი გვყავს. მანქანებს ვერ ვყიდით, რომც შეიძლებოდეს გაყიდვა, ვინ არის მანქანის მყიდველი საქართველოში. ნაკლებად წარმომიდგენია, რომ დღეს ვინმეს მოუვიდეს იდეა, რომ ახალი მანქანა შეიძინოს.
ამ ბრუნვით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და იმათ რიგებში ვდგავართ, ვინც წლის ბოლოს ბანკების ხელში აღმოჩნდება. საერთოდაც, საქართველოში ბიზნესების, უძრავ-მოძრავი ქონების 80 პროცენტი წლის ბოლოს ბანკების ხელში გადავა. წარმოიდგინეთ სარესტორნო ბიზნესი, რომელსაც აქვს სესხი, ყოველდღე მუშაობით რაღაც ფული აკუმულირდებოდა და ხდებოდა ყველა ვალდებულების გადახდა. წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის ძირითადი აქტივები ბანკების საკუთრება იქნება იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მგონია ამდენი გაიღოს“, - განმარტავს გურჩიანი.