რეზონანსი
15.04.2020

ვებრძვით უხილავ მტერს და მგონია, რომ წარმატებულად ვებრძვით ამ ეტაპამდე-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, იმედია მოსახლეობა მიხვდება, თუ რა შრომას სწევენ ქართველი ექიმები.

„ერთი რამე ევალება ყველას: დარჩნენ სახლში და დაიცვან ფიზიკური დისტანცია, რათა ეს ომი ჩვენ, ექიმებმა მოვიგოთ"- განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×