რეზონანსი
15.04.2020

კოვიდ-19-ით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისში. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის ოჯახის წევრია, ხოლო მეორე ექიმი. ისინი სავარაუდოდ სწორედ სასწრაფო დახმარების შენობაში ან მანქანაში დაინფიცირდნენ. პირველ წყაროდ სავარაუდოდ, სოფელი სავანეთი განიხილება. მათთან დაკავშირებული ყველა ახლო კონტაქტი ამ დროისთვის მკაცრ საკანარტინო ზონებში იმყოფებიან.

ამ დროის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში​ კორონავირუსით დაინფიცირების 20 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 7 უშუალოდ ქალაქში. ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, უკვე განიხილება კანონის კიდევ უფრო გამკაცრება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში უკვე არის ე.წ. კარანტინი კარანტინში და განიხილება, რომ ქვემო ბოლნისის მსგავსად, სოფელი სავანეთიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. რწმუნებულმა აღნიშნა, რომ შესაძლოა აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოებზე მიმოსვლაც შეიზღუდოს.

ბოლნისში კორონავირუსის ინფექცია სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. შედეგად მეორე დღეა სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშობა შეჩერებული აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×