რეზონანსი
15.04.2020

კორონავირუსის გამო გერმანიის ზოოპარკები, სადაც სააღდგომოდ ტრადიციულად ხალხმრავლობაა, ცარიელია, რაც ცხოველების კვების მხრივ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ნოიმიუნსტერის ზოოპარკში შესაძლოა ცხოველთა ნაწილი სხვა ბინადრების გამოსაკვებად დახოცონ.

„ჩვენ უკვე შევავსეთ იმ ცხოველების სია, რომლებსაც პირველებს დავკლავთ", - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ვერენა კასპარიმ.

მისი თქმით, ცხოველების დახოცვა უკანასკნელი ზომა იქნება, თუმცა ზოოპარკის ფინანსურ პრობლემებს ესეც ვერ გადაწყვეტს.

„თუ საქმე აქამდე მივიდა ცხოველებისთვის ევთანაზიის გაკეთება მოგვიწევს. ჯობია დავხოცოთ, ვიდრე ვაშიმშილოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ცხოველების ნაწილს ზოოპარკის სხვა ბინადრებით გამოვკვებავთ", - აღნიშნა მან.

ზოოპარკების თანამშრომლების თქმით, ადამიანების გარეშე ცხოველები მოწყენილები არიან და ადამიანის ყურადღება აკლიათ. განსაკუთრებით ამას მაიმუნები განიცდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×