რეზონანსი
15.04.2020

ბათუმის შესასვლელები დილიდან გადატვირთულია.

ბევრია შემომსვლელი მანქანა. ასევე ბევრი მოქალაქე ზღვისპირა ქალაქს ტოვებს. მათი თქმით, ცდილობენ, ბათუმის ჩაკეტვამდე დაუბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებს. ასევე, მიაჩნიათ, რომ ზომების გამკაცრება აუცილებელია.

რამდენიმე დღეა ბათუმის შესასვლელებში მგზვრებს მკაცრად ამოწმებენ. ამ დროისთვის სურათი უცვლელია, ყველა პირი გადის თერმოსკრინინგს, მანქანებს კი დეზინფექცია უტარდება. მოწყობილია სამი ბლოკპოსტი და 4 საგუშაგო, თუმცა დღის ბოლომდე შეიძლება დამეტოს საგუშაოების რაოდენობა, რადგან 21 საათიდან ბათუმი 10 დღით ჩაიკეტება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×