რეზონანსი
15.04.2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ყველაზე ცუდი სცენარით 5000-მდეც გაიზარდოს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ „მაესტროს" ეთერში განაცხადა.

„თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ ზომებს, რომელიც არის გათვალისწინებული სოციალური დისტანცირებისთვის, იქნება რისკი იმისა, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს ინფიცირების რაოდენობა. აქ უკვე ერთეული შემთხვევების ეტაპობრივი მატება კი არ გვექნება, არამედ გვექნება მრავალჯერადი მატება, ანუ შესაძლოა გაორმაგდეს, გასამმაგდეს.

​თუ დღეს გვქონდა 10-30 შემთხვევა, მატება შეიძლება იყოს დღეში 50-100, რაც ძალიან მოკლე ხანში თავს მოუყრის ისეთი დიდი რაოდენობით პაციენტებს, რომელიც პიკურად შეიძლება გაიზარდოს 2000, 3000 და 5 ათასიც კი, ყველაზე მძიმე სცენარში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×