რეზონანსი
15.04.2020

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილის „კაპეიკებით" ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია ამერიკისა და ევროკავშირისგან საგარეო ფინანსურ დახმარებაზე და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებული შეთანხმება არ სრულდება.

„პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილის „კაპეიკებით" ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება", - აცხადებს ოქრუაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×