თამთა ჩაჩანიძე
15.04.2020

მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა კომპანია „ამაზონის" დამფუძნებელმა ამერიკელმა ჯეფ ბეზოსმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე 2020 წელს 24 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი" წერს.

ჯეფ ბეზოსის შემოსავლის ასეთი მკვეთრი ზრდა ონლაინ საცალო ვაჭრობის აქციების ფასის ზრდამ გამოიწვია. სამშაბათს 14 აპრილს კომპანია „ამაზონის" ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 5.3%-ით მოიმატა, რის შედეგადაც ბიზნესმენის ქონებამ 138 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ამაზონის დამფუძნებლის ყოფილი მეუღლის მაკენზი ბეზოსის ქონებაც იზრდება, რომელმაც განქორწინების შემდეგ კომპანიის აქციების 4% გადაიფორმა.

მაკენზი ბეზოსის კაპიტალი 8.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ამჯერად კი მისი ქონება 45.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, იგი „ბლუმბერგის" უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-18 ადგილზეა.

ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ბიზნესმენების ქონება, რომელიც მსოფლიო უმდიდრესი ადამიანების ტოპ სამეულში შედიან, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მხოლოდ შემცირდა. კომპანია „მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა 8.4 მილიარდი დოლარი იზარალა, Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელი ბერნარდ არნო კი 28 მილიარდი დოლარით გაღარიბდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×