რეზონანსი
15.04.2020

მიიყვანენ თუ არა მრევლს აღდგომის ღამეს ტაძარში ავტომობილებით? - ინიციატივა შალვა კეკელიას ეკუთვნის.

ინიციატივის თანახმად, მრევლს ტაძარში 21:00-საათამდე მიიყვანენ და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში დაარიგებენ.

ამასთან დაკავშირებით, მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ პოზიცია არ შეუცვლია.

"თქვენ ხედავთ რომ დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებასაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ.

ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში.

ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ის ბუნებრივია დაჯარიმდება. 21:00-დან 06:00-მდე არის კომენდანტრის საათი და ამ დროს ქუჩაში არავინ არ უნდა იყოს," - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ "კურიერთან" საუბრისას

უკვე დაანონსებულია, რომ საპატრიარქო საკუთარ გადაწყვეტილებას დღის მეორე ნახევარში გამოაცხადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×