რეზონანსი
15.04.2020

საპატრიარქომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება უნდა შეუმსუბუქოს. გადაჭრით თქვან, რომ ეს არის მავნე ვირუსი, რომელიც ადამიანებს სიკვდილით ემუქრება და ამიტომ აუცილებლობაა დარჩეთ სახლში. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო, - ამის შესახებ მღვდელმონაზონმა, მამა ანდრია სარიამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო არ ებრძვის ეკლესიას და ადეკვატური უნდა იყოს საპატრიარქოს მხრიდანაც ნაბიჯები, საპატრიარქომ უნდა შეუმსუბუქოს როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება, გადაჭრით თქვან, რომ ეს არის მავნე ვირუსი, რომელიც ადამიანებს სიკვდილით ემუქრება და ამიტომ აუცილებლობაა დარჩეთ სახლში, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო. სახელმწიფომაც, მიუხედავად ყველაფრისა, მკაცრი ზომები უნდა მიიღოს. ეს არ იქნება ეკლესიის და მართლმადიდებლობის დევნა. რადგან მრევლის, სასულიერო პირების გადაწყვეტილებებს მაქსიმალურად ემორჩილებიან. მათთვის მღვდლების სიტყვა ღმერთის განკარგულების ტოლფასია", - აღნიშნა მამა ანდრია სარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×