რეზონანსი
15.04.2020

ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს „პირველ არხს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაიკეტება ყველა სასაფლაო - 13 ქუთაისში და სამი ზესტაფონში.

„ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა - 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში - სამი. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დღეებში დავაზუსტებთ, რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები", - განაცხადა შალამბერიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×