
ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს. თუ არ დაიცავით ერთი რამ - დარჩით სახლში, - ასე მიმართა მოსახლეობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
მან მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში.
„მინდა, მივმართო მოსახლეობას, დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს. თუ არ დაიცავით ერთი რამ - დარჩით სახლში, ფიზიკური დისტანციით" , - განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.