რეზონანსი
15.04.2020

„არ არსებობს საკითხი, რაზეც სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანხმდება. ოქროს ბალანსი მარტივია. საკითხი სენსიტიურია. ჩვენ არ ვთხოვთ ეკლესიას რომ ეკლესიის კარი დახუროს. ასეთი თხოვნა სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მაგრამ არც ეკლესიის მხრიდან არ არის თხოვნა, რომ რაღაც წესების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს წირვა",-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის პოლიტიკური სპეკულაციების დრო. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება გაითავისებს პასუხისმგებლობას, მით უფრო, რომ ეკლესია პირიქით მოუწოდებს მრევლს, რომ დაემორჩილონ შეზღუდვებს და კანონს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოქროს ბალანსს შედარებით მარტივად დავიცავთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნებისმიერის მოწოდების შემთხვევაში არც ერთი ადამიანი აღდგომის ღამეს ეკლესიაში არ იქნება, მაგრამ იქნება ძალიან ცოტა ადამიანი ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ყველა გაითავისებს თავის პასუხისმგებლობას. ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება და ისე შეხვდება აღდგომას, არანაკლები მორწუნე შეიძლება იყოს იმაზე, ვინც ეკლესიში მივა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და თუ ჩვენ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არავინ ითხოვს და პირიქით, ეკლესია პირიქით მოუწოდებს მრევლს, რომ დაემორჩილონ შეზღუდვებს და კანონს",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, საუბარი არ უნდა იყოს მარტო ეკლესიაზე. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთნაირად ექნება რეაგირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×