რეზონანსი
15.04.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საწოლების რაოდენობა და სასუნთქი აპარატები, რომელთა რაოდენობა 1700-ზე მეტია, არ არის საკმარისი ეპიდსიტუაციის სამართავად.

"რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, საუბარი გვაქვს მხოლოდ რიცხვებზე. აქ გვაქვს ჩვენ ყველაზე დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის მოცემულობა და ფაქტი.

ჩვენ დღეისათვის საქართველოში გვყავს 488 რეანიმატოლოგი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დავიცავთ ევროპის რომელიმე ქვეყნის სტანდარტს, მივიღებდით, რომ ამ რეანიმატოლოგებს შეუძლიათ თავიანთი ადამიანური რესურსი გადაანაწილონ მხოლოდ 1200 საწოლზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დღიურ რეჟიმში შეუძლიათ მოუარონ მხოლოდ 1200 პაციენტს.

ასევე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენი ინფექციონისტი გვყავს. არც ინფექციონისტებით ვართ განებივრებული და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.

როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები და იყო ძალიან ფრთხილი – განაცხადა ტიკარაძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×