რეზონანსი
15.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაშ არსებულ მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი, მისი თქმით, ბოლო 24-საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც მან აღნიშნა ინფექციურში ამ დროისთვის სულ 39 პაციენტი მკურნალობს. 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რაც შეეხება 9 თვის ბავშვს, „ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 არასრულწლოვანი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×