რეზონანსი
15.04.2020

ფოთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 70 წელს გადაცილებული ექიმია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა მხეიძის განცხადებით, პაციენტის ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

„პირველი შემთხვევაა ფოთში. დაუდასტურდა ექიმს, რომელიც არის ქობულეთის კლასტერიდან. პირველ რიგში ვიკვლევთ ოჯახის წევრებს, შემდეგ გავაგრძელებთ კვლევას. პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, - განაცხადა მხეიძემ.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი 8 აპრილს დაიკეტა, რადგან კლინიკაში სხვადასხვა ჩივილით კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის პაცინეტის ახლობლები მკურნალობდნენ. მიმდინარეობს საკითხზე სამედიცინო მოკვლევა, დაუშვეს თუ არა ექიმებმა რაიმე შეცდომა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×