რეზონანსი
15.04.2020

უკვე ერთი კვირაა ოპერის მომღერალი, აჩიკო გოგიტიძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით მკურნალობს. დაინფიცირებული აჩიკო ნიუ იორკიდან ჩამოვიდა, კარანტინში კახეთში იყო, რა დროსაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა.

ოპერის მომღერალს დაბალი სიცხე, კუნთების ტკივილი და ყნოსვის დაქვეითება აღენიშნა. მისი დაჟინებული მოთხოვნით გაუკეთეს ტესტი და… ინფექციურ საავადმყოფოში ამოჰყო თავი. დღეს უკვე მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ გადის.

აჩიკო მკურნალობის დროს ლამის გამიჯნურდა. ჯერჯერობით, კონკრეტული საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ როგორც კი ჩანასახში მყოფი ეს „ურთიერთობა“ სერიოზულ სახეს მიიღებს, მოგვიყვება.

"დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რასაც ვამბობ, ვასრულებ. ახლა რომ რამე კონკრეტული ვთქვა და მერე ისე არ განვითარდეს, როგორც ვფიქრობდი, ვინერვიულებ. მირჩევნია, საქმე ბოლომდე მივიყვანო და ხმამაღლა ამაზე მერე ვილაპარაკო.

მერე უფრო თამამად გავცემ ყველა კითხვას პასუხს. თუ გამოვა, ეს იქნება ყველაზე მაგარი ისტორია პანდემიის დროს. მთავარია ჯანმრთელად ვარ და იმის თავი მაქვს, რომ პირად ცხოვრებაზე ვიფიქრო", - განუცხადა „პრაიმტაიმს“ აჩიკო გოგიტიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×