
„ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა "ტელეიმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილიშვილზე ისაუბრა:
"ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, ყველა იმ სისუსტითა და სიძლიერით, რომლითაც ღვთის შვილია დაჯილდოებული. მისი როგორც ფაქტორის ინსტიტუციონალიზაცია მოხდა, როდესაც ადამიანს შენი სიმყარის გარანტად მოიაზრებ. როგორ შეიძლება გაწუხებდეს ის, რაც შენ გაზღვევს, თუ ავად არ ხარ. რამდენი რამე მოუგონეს, კაცი სასამართლოს სასამართლოზე იგებს და ესენი ამბობენ, დაჭერას უპირებენო. როდესაც ვერაფერს მიაღწიეს, მოიფიქრეს, რომ ინსულტი აქვსო და მიუნხენის კლინიკის ვიღაც ექიმებს ასახელებდნენ. ამ დროს კი ბიძინა ივანიშვილი ყველგანაა.
დღეს რომ გიორგი გახარია ლაპარაკობდა დამაჯერებლად, ეს ბიძინა ივანიშვილი იყო. იგი ამ ხელისუფლების მშობელია, გვინდა ეს თუ არა. ამ ხელისუფლების ყველა ბალახის შრიალში ბიძინა ივანიშვილია. ყველა ვინც ადამიანის სამსახურში დგას, პოლიციელიდან ექიმის ჩათვლით, ყველგან ბიძინაა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.