რეზონანსი
14.04.2020

„მედიცინის 10 ინფიცირებული მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დილით დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

„მედიცინის 10 ინფიცირებული მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დილით დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ შემთხვევები გახლავთ უკვე სოციალურ ფენაში. მოგხსენებათ ვირუსმა არ იცის ვინ ვინ არის.

ეს გამოთქმა მე რამოდენიმეჯერ გავიმეორე,ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი მამა. მოგეხსენებათ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი დაინფიცირდა, ასევე გაქვს  სამეფო ოჯახის დაინფიცირების შემთხვევები, ვირუსი გლობალურად ცირკულირებს და ჯერჯერობით იცით, რომ სამწუხაროდ არ არსებობს მასთან რადიკალური ბრძოლის საშულებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×