რეზონანსი
14.04.2020

ცნობილი გახდა, რომ თავი ჩამოიხრჩო ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა, 30 წლის თემო სამხარაძემ.

მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ თემოს ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი."

ჟურნალისტი, ირა გოგოსაშვილი, სოციალურ ქსელში თვითმკვლელობის მიზეზზე საუბრობს:

"ნიკა გვარამიას დაცვის თანამშრომელმა თემო სამხარაძემ, რომელიც იმავდროულად გვარამიას მძღოლიც იყო დღეს თავი ჩამოიხრჩო!

მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გამხდარა,რომელიც ამ 1 თვის წინ დაწყებულა მეუღლესთან და სიდედრთან ... მათ ბავშვი წაუყვანიათ და სწორედ ეს ვერ გადაიტანაო...ეს ფოტო გუშინ გადაუღია შვილთან ერთად..."- წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×