რეზონანსი
14.04.2020

კორონავირუსის გამო საქართველოს საპატრიარქომ ღვთისმსახურებაში ცვლილებები შეიტანა. პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირებმა აღსარების ჩაბარების პროცესი შეზღუდეს.

ამის მიზეზი დისტანცირების შესახებ ჯანსაცვის უწყების რეკომენდაცია გახდა.

აღსარების შეზღუდვის შესახებ პატრიარქის კურთხევას ადასტურებს მღვდელი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ყველა დისტანციურად ვართ. კონტაქტი არ გვქონია. მარტო მე კი არა, ყველა. საერთოდ აღსარებაზე აღარ გავდივართ. ეს დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც უწმინდესმა გვაკურთხა, აღსარება მაქსიმალურად შეგვეზღუდა. მეც ასე ვცდილობ", - აღნიშნა მამა გიორგი პაპავამ.

ინფიცირებული სასულიერო პირი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მასთან ერთად იმავე ტაძარში მოღვაწე სხვა სასულიერო პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×