რეზონანსი
14.04.2020

​​კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი პაპავა აცხადებს, რომ განმეორებით ანალიზს ელოდება.

საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში მან გაიხსენა, თუ როგორ აღმოუჩინეს მას ახალი კორონავირუსი.

„სიმპტომატიკა დამეწყო ხარებას საღამოს. ხარება საღამოს სიცხემ ამიწია. დაახლოებით 38 -მდე მქონდა და მეორე დღეს უფრო მეტი - 39, მერყეობდა ყოველდღე. ხარების დღეს წირვა ჩავატარე, მაგრამ დისტანციურად ვართ და მაქსიმალურად კონტაქტი არ მქონია, შორს ვიდექით ყველა, მარტო მე კი არა, ყველა დისტანციურადაა. ვიცავდით, ერთმანეთს არ შევხებოდით. ხარების დღესასწაულზე მე არ მიზიარებია მრევლი. საერთოდ არ გავსულვარ არსად. ვიყავი შიგნით, როგორც კი დასრულდა მსახურება, მე წავედი.

მე არავისთან არ მქონდა კონტაქტი, საერთოდ არც აღსარებაზე გავდივარ, რაც დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა.

უწმინდესმა გვაკურთხა, რომ აღსარებაზე შეიზღუდეთო და მეც ესე ვცდილობდი. მხოლოდ წერილობით ვინმე რომ გადმომცემდა სტიქაროსნის მეშვეობით, ამას ვკითხულობდი ისიც იშვიათად. მეტი უშუალო კონტაქტი არ მქონია. ბოლოს ტაძარში ხარება დღეს ხომ ვიყავი, ოთხშაბათს არის ჩემი დღე მსახურების, რუსული მსახურება უწევდა იმ დღეს და იმ დღეს ვიმსახურე მე. მაგრამ ტაძარში ერთადერთი ადამიანი იდგა, ისიც ბოლოში. მონაწილეობა მსახურებაში არ მიუღია, კონტაქტი ან ვინმესთან არანაირი არ მქონია საერთოდ. მსახურება როგორც კი მორჩა, ტაძარი დავხურე წავედი. ბზობაზე ტაძარში არ ვყოფილვარ. შვიდი რიცხვის მერე გარეთ არ გავსულვარ. ზიარებით ოთხშაბათს არავინ მიზიარებია, ერთი კაცი იყო იქ", - განაცხადა სასულიერო პირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×