რეზონანსი
14.04.2020

ჟურნალისტი, ირა გოგოსაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

“ნიკა გვარამიას დაცვამ, რომელიც იმავდროულად მისი მძღოლიც იყო

თავი ჩამოიხრჩოო! ამჟამად გვარამიას გამომძიებელი ესაუბრება… “

რამდენიმე წუთის წინ,  გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.

არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.

დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი - თემო სამხარაძე.

არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×