რეზონანსი
14.04.2020

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით ვარკეთილში მოხდა. გარდაცვლილია 30 წლის თ.ხ, რომელმაც ახლობლების გადმოცემით, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

„ოჯახის წევრებიც სახლში იყვნენ ამ დროს. არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს. მუშაობდა კერძო დაცვაში, ცნობილ პირს იცავდა (ვინაობას არ ვაკონკრეტებთ - ავტ.)", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი.

მისი თქმით, მამაკაცს სერიოზული პრობლემები არ ჰქონია.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×