რეზონანსი
14.04.2020

ხოვლეში ინფიცირებული კაცი, რომელიც საპატრიარქოს დაცვის წევრია, აცხადებს რომ მისი ინფიცირების წყარო ცნობილია არ არის. ამის შესახებ მან „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმის, ის ბოლოს საპატრიარქოში 2 დღის წინ იმყოფებოდა.

„ჩემი ინფიცირების წყარო არ ვიცი, საპატრიარქოში 2 დღის წინ ვიყავი, უფრო ხშირად სოფელში ვარ. საპატრიარქოში დაინფიცირებას გამოვრიცხავ, რადგან იქ ყველას, ვინც შედის სიცხეს უზომავენ, იქაც კარანტინია და ბევრი ხალხი არ შედის და არც ჩვენ გვაქვს ბევრ ხალხთან ურთიერთობა. მე ვვარაუდობ, რომ ჩემი ინფიცირება რაიონში, მაღაზიაში ან აფთიაქში მოხდა", - აცხადებს ინფიცირებული.

მისივე თქმით, მისი კონტაქტების წრე დიდია, მაგრამ მათ შორის სასულიერო პირები არ არიან.

სოფელ ხოვლეში მცხოვრებ დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×