რეზონანსი
14.04.2020

კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნება. ის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული.

„დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი, შემოიყვანეს გუშინ. ოჯახის სულ 3 წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლიდან გადაეცა, არ ვიცით. ვინ არის წყარო არ ვიცით. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც გუშინ შემოიყვანეს“,- განაცახდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილმა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, სასულიერო პირი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიაში მსახურობდა. ტაძარი დილიდან დახურულია.

სასულიეორ პირს ბოლო დღეებში ხველა აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე ვარკვევთ, აღავლინა თუ არა მან ბზობის დღესასწაულზე წირვა.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×