რეზონანსი
14.04.2020

თბილისის ცენტრალურ უბანში, მდებარე ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„კურიერის“ ინფორმაციით, სასულიერო პირი თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში დაინფიცირდა, იქ სადაც თავად მსახურობდა. ტაძარი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს.

ინფიცირებული სასულიერო პირის ყველა კონტაქტი შესწავლილია. მას კორონავირუსიმრევლისგან გადაედო.

ამის შემდეგ ინფიცირებულმა სასულიერო პირმა, მოინახულა მისი და, რომელიც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, „თიმის“ თანამშრომელია, რომელმაც თავის მხრივ კლინიკის კიდევ 4 თანამშრომელი დააინფიცირა.

სასულიერო პირი ხარების დღესასწაულის მერე ტაძარში არ ყოფილა, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია.

სასულიერო პირს კორონავირუსი გუშინ, დღის ბოლოს დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×